სსიპ ზუგდიდის მუნიციპაიტეტი ინგირის N1 საჯარო სკოლის საზოგადოებრივი კათედრის
ოქმი N2
ქ. ზუგდიდი --- დეკემბერი 2016 წელი
სხდომის დაწყების დრო: 12.30 სთ
სხდომას ესწრებოდნენ:
კათედრის თავმჯდომარე: მ. ესართია
მდივანი: ნ. კვარაცხელია
დირექტორის მოადგილე: ი.ყალიჩავა
კათედრის წევრები:
N
|
სახელი, გვარი
|
საგნის დასახელება
|
1
|
ინეზა კვიტატიანი
|
ისტორია
|
2
|
მაია ესართია
|
ისტორია
|
3
|
ნინო კვარაცხელია
|
სამოქალაქო განათლება
|
4
|
თეონა შონია
|
გეოგრაფია
|
5
| ||
6
| ||
7
| ||
8
| ||
9
| ||
10
|
დღის წესრიგი:
- კათედრის წევრთა შორის ურთიერთდასწრების განხილვა;
- მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ტრენინგებში მონაწილეობის დაგეგმვა;
- პირველი სემესტრის შედეგების განხილვა/ანგარიში;
- ეროვნული და კერძო ოლიმპიადების განხილვა/ანალიზი;
- პირველი სემესტრის განმავლობაში ჩატარებული შემაჯამებელი დავალებების ანალიზი.
კენჭი ეყარა წარმოდგენილ დღის წესრიგს:
მომხრე ---4 -
წინააღმდეგი - 0
თავი შეიკავა - 0
საკითხი N1. კათედრის წევრთა შორის ურთიერთდასწრების განხილვა;
მომხსენებელი: კათედრის თავმჯდომარე: მაია ესართია
მოისმინეს: კათედრის თავმჯდომარემ დამსწრე საზოგადოებას წარუდგინა კათედრის წევრთა ურთიერთდასწრების შედეგად მიღებული განხილვა-შეფასებები. წარმოდგენილ ანგარიშში გამოიკვეთა პრობლემები, რომელთა გადაჭრისა და აღმოფხვრისათვის უნდა დაიგეგმოს განსახორციელებელი ღონისძიებები.
ქალბატონმა მაიამ დამსწრე საზოგადოებას წარუდგინა კათედრის წევრთა შორის ურთიერთდასწრების, მონიტორინგის SWOT ანალიზი
ძლიერი მხარე
|
გაუმჯობესების გზები
|
|
მასწავლებელმა გაკვეთილი უნდა ააგოს აზროვნების დონეების განმავითარებელი კითხვებით;
მასწავლებელმა შეეცადოს დანერგოს საკუთარ პრაქტიკაში ახალი მეთოდები და ტექნოლოგიები (ტრენინგები);
მასწავლებელი უფრო ღრმად გაეცნოს საგნობრივ სტანდარტს და სტანდარტში მითითებული შედეგების ინდიკატორების დახმარებით დაგეგმოს საგაკვეთილო პროცესი;
|
სუსტი მხარე
|
საფრთხეები
|
|
|
კათედრის თავმჯდომარის თქმით, ასევე სასურველია უფრო აქტიურად მოხდეს დამატებითი სასწავლო რესურსების მოძიება და ეფექტურად გამოყენება, რიგ შემთხვევებში უმჯობესი იქნება გაკვეთილებზე გამოყენებული იყოს თვალსაჩინოებები, ასევე შეფასების სისტემის გამჭვირვალობასთან დაკავშირებით, უმჯობესი იქნებოდა მოსწავლეებს წინასწარ გაეცნოთ შეფასების რუბრიკა. თავმჯდომარის მოსაზრებით ურთიერთმონიტორინგი პედაგოგებს აძლევს საშუალებას გამოავლინონ აქტუალური პრობლემები, შეიმუშავონ გადაჭრის გზები და მიიღონ მეტი გამოცდილება. ყოველივე ხელს უწყობს მასწავლებელთა პროფესიული განვითარებას.
აზრი გამოთქვა: ი. კვიტატიანმა აღნიშნა, რომ მასწავლებელთა ხშირი ურთიერთდასწრება პედაგოგებს დაეხმარება პრაქტიკის გაუმჯობესებასა და უკეთესი შედეგის მიღწევაში.
სხდომის თავმჯდომარემ კათედრის წევრებს მოუწოდა კენჭი ეყარათ აღნიშნული საკითხისათვის.
კენჭისყრის შედეგები:
მომხრე 4
წინააღმდეგი- 0
თავი შეიკავა- 0
დაადგინეს: ცნობად იქნას მიღებული კათედრის თავმჯდომარის მიერ მოწოდებული ინფორმაცია.
საკითხი № 2. მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ტრენინგებში მონაწილეობის დაგეგმვა;
მომხსენებელი: კათედრის თავმჯდომარე: მაია ესართია
მომხსენებელი: კათედრის თავმჯდომარე: მაია ესართია
მოისმინეს: კათედრის თავმჯდომარემ დამსწრე საზოგადოებას შეახსენა, რომ მასწავლებელთა პროფესიული ზრდა უაღრესად მნიშვნელოვანია, როგორც მთლიანად სკოლის განვითარებისათვის, ისე თითოეული გაკვეთილის პროდუქტიულობის ასამაღლებლად და მოსწავლეთა მიღწევების გასაზრდელად.
თითოეულ მასწავლებელს შესაძლებლობა აქვს მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის ორგანიზებით დაესწროს სხვადასხვა უფასო ტრენინგებს. ტრენინგები ტარდება სხვადასხვა აქტუალურ თემაზე. მაგ. გაკვეთილის დაგეგმვაზე, სასწავლო რესურსის მნიშვნელობაზე სწავლება-სწავლის პროცესში, გაკვეთილის ჩატარების სხვადასხვა მეთოდებზე, შეფასების პრინცეპებზე და ა.შ. აღნიშნულ ტერნინგებზე მასწავლებელებს მიეცემათ რეკომენდაციები, რომელიც უნდა გაითვალისწინონ მოსწავლეთა ინტერესებზე, მათ წინარე ცოდნასა და გამოცდილებაზე აგებული გაკვეთილის დასაგეგმად; გაეცნობიან და პრაქტიკულად გამოიყენებენ სასწავლო რესურსის შეფასების რუბრიკას; აღსანიშნავია, რომ აღნიშნული ტერნინგები მასწავლებელებს ჩაეთვლებათ მასწავლებელთა პროფესიული განვითარების სქემის ფარგლებში განხორციელებულ ერთ-ერთ აქტივობად და მიიღებენ შესაბამის კრედიტებს.
აზრი გამოთქვა: მაია ესართიამ აღნიშნა, რომ კათედრის წევრები მზად არიან კვალიფიკაციის ამაღლების მიზნით ჩაერთონ და დაესწრონ სხვადასხვა ტრენინგებს.
სხდომის თავმჯდომარემ კათედრის წევრებს მოუწოდა კენჭი ეყარათ აღნიშნული საკითხისათვის.
კენჭისყრის შედეგები:
მომხრე 4
წინააღმდეგი- 0
თავი შეიკავა- 0
დაადგინეს: საზოგადოებრივი კათედრის წევრებმა დაგეგმონ მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ტრენინგებში მონაწილეობის მიღება.
საკითხი N3. პირველი სემესტრის შედეგების განხილვა/ანგარიში;
მომხსენებელი: კათედრის თავმჯდომარე: მაია ესართია
სსიპ ზუგდიდის მუნიციპაიტეტი ინგირის N1 საჯარო სკოლის პრიორიტეტია სამომავლოდ მნიშვნელოვნად გაიზარდოს სხვადასხვა პროექტებში ჩართულობის აქტივობების ხვედრითი წილი. პირველ სემესტრში განხორციელებულ პროექტებსა და ოლიმპიადებში მოსწავლეთა მონაწილეობა დადებითად აისახა მათ აკადემიურ შედეგებზეც. სასურველი იქნება II სემესტრიდან დაიგეგმოს ერთობლივი ღონისძიებები, პროექტები, სადაც აქტიურად ჩაერთვებიან სსიპ ზუგდიდის მუნიციპაიტეტი ინგირის N1 საჯარო სკოლის მოსწავლეები. მან ისაუბრა იმ დადებით გავლენაზე, რომელიც კლასგარეშე აქტივობებს აქვს მოსწავლეთა მოსწრებაზე. აქვე აღინიშნა, რომ აუცილებელია აქტივობების მინიმალური რაოდენობის შესრულება თითოეული საგნისათვის. მათ შორის, პრეზენტაციების, პროექტების, ინტეგრირებული გაკვეთილებისა და ერთობლივი ღონისძიებების ჩატარება.
სემესტრის დასრულებასა და ახალი წლის მოახლოებასთან დაკავშირებით, საზოგადოებრივი მეცნიერებების კათედრამ უზრუნველყო შიდა ოლიმპიადის/ პროექტის ჩატარება,
კერძოდ V კლასში ბრეირინგი ისტორიაში, გამარჯვებულ და მონაწილე გუნდებს გადაეცათ სიგელები.
VII კლასი - პროექტი: უძველესი ცივილიზაციები (ძვ. ჩინეთი, ძვ. ინდოეთი, ძვ. ეგვიპტე)
X კლასი - პროექტი: ეთნოგრაფიულ-ისტორიული კვლევა საქართველოს ისტორიიდან - ცნობები ქართული სამოსის შესახებ, ქართული ნაციონალური ცეკვა, ლხინი-ნადიმი.
აქტიურად ვიღებთ მონაწილეობას ,,ცოდნის სამყაროს“ მიერ გამოცხადებულ ისტორიის კონკურსში, 2016 წელს ვიყავით გამარჯვებულებიც და ვიმყოფებოდით 2-დღიან ტურზე ბაქოში.
საკითხი N5. პირველი სემესტრის განმავლობაში ჩატარებული შემაჯამებელი დავალებების ანალიზი.
მომხსენებელი: კათედრის თავმჯდომარე: მაია ესართია
მოისმინეს: ქალბატონმა მაიამ დამსწრე საზოგადოებას კიდევ ერთხელ შეახსენა, რომ ეროვნული სასწავლო გეგმის შესაბამისად, თითოეულმა მასწავლებელმა უნდა გააკეთოს მის მიერ ჩატარებული შემაჯამებელი დავალებების ანალიზი. აღნიშნულ დოკუმენტაციაში წარმოდგენილი უნდა იყოს: სტანდარტის ის შედეგი/შედეგები, რომლის შეფასებასაც ემსახურებოდა კონკრეტული შემაჯამებელი დავალება; კრიტერიუმები, რომლითაც შეფასდა შესრულებული დავალებები; მოსწავლეების მიერ შესრულებული და მასწავლებლის მიერ შეფასებული ნამუშევარის რამდენიმე ნიმუში ან შესრულებული დავალების ამსახველი ვიზუალური მასალა; თითოეული კლასის მოსწავლეთა მიერ მიღებული ქულები. საზოგადოებრივი მეცნიერებების კათედრაზე გაერთიანებულ თითოეულ საგანში კლასების მიხედვით ჩატარდა სასკოლო სასწავლო გეგმით განსაზღვრული შემაჯამებელი დავალებები. თითოეულმა მასწავლებელმა კათედრის სხდომაზე წარმოადგინა მათ მიერ ჩატარებული შემაჯამებელი დავალებების ანალიზი.
განხილვის შედეგად აღმოჩნდა, რომ VIII კლასის მოსწავლეებისგან განსხვავებით X კლასის მოსწავლეებს შეუძლიათ კავშირებისა და მიმართებების სწორად და ზუსტად დადგენა. ასევე, საგნობრივი კვლევის ჩატარება და ნასწავლი თეორიული მასალის პრაქტიკული გამოყენება. საგნობრივ თემატიკაზე კითხვების ადეკვატურად დასმა და ასეთსავე კითხვებზე პასუხის გაცემა ნასწავლი მასალის შესაბამისად.
მსჯელობის შედეგად ასევე გამოიკვეთა ის, რომ მასწავლებლები ძირითადად კარგად ართმევენ თავს შემაჯამებელი დავალებების შედგენასა და მათ ჩატარებას. თუმცა, მათ მცირე ნაწილს ჯერ კიდევ უჭირს ეროვნული სასწავლო გეგმებისა და საგნობრივი სტანდარტის შედეგებისა და ინდიკატორების მიხედვით შემაჯამებელი სამუშაოების მიზნის განსაზღვრა და მისი შესაბამისი დავალებების შედგენა, შეფასებისა და შემაჯამებელი სამუშაოების ანალიზის სქემების შემუშავება.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2011 წლის 11 მარტის N36/ნ ბრძანებით დამტკიცებული ეროვნული სასწავლო გეგმის მე-18 მუხლის მე-5 პუნქტის თანახმად, ,,სტანდარტის მოთხოვნათა დასაკმაყოფილებლად, აუცილებელია შემაჯამებელი დავალების მრავალგვარი ფორმის გამოყენება (მოხსენება, რეფერატი, პროექტი, საველე-გასვლითი სამუშაო და სხვ.)“ აღნიშნულის საწინააღმდეგოდ, სკოლაში იშვიათად, მაგრამ მაინც, ადგილი აქვს შემაჯამებელი სამუშაოების მხოლოდ ერთი ფორმის გამოყენებას (ტესტური დავალებები), რომელიც უმეტეს შემთხვევაში, მხოლოდ დახურული ტიპის დავალებებია და დაბალ დონეზე ამოწმებს მოსწავლის უნარს. გამოვლინდა, რომ მასწავლებლებმა, რომლებმაც გამოიყენეს მხოლოდ დახურული ტიპის დავალებები, უფრო დაბალ შედეგს მიაღწიეს ვიდრე, იმ მასწავლებლებმა, რომლებმაც გამოიყენეს შემაჯამებელი დავალების მრავალფეროვანი ფორმები (პრეზენტაცია, რეფერატი და ა.შ). აღნიშნული გამოიწვია, იმან, რომ მოსწავლეების მიერ მრავალფეროვანი დავალებების შესრულება მათ უვითარებთ სხვადასხვა უნარებს.
სკოლაში ასევე, პრობლემაა ის, რომ მოსწავლემ ზოგჯერ არ იცის ზუსტად შემაჯამებელი დავალების ფორმატი, შეფასების კრიტერიუმები, შემაჯამებელი გაკვეთილის ჩატარების დრო (ზოგჯერ მთელი კვირა მოლოდინის რეჟიმშია). მაშინ, როდესაც შემაჯამებელი სამუშაოს მთავარი მიზანი არის დიაგნოსტიკური და სწავლების ფუნქცია - დაადგინოს თითოეული მოსწავლის ძლიერი და სუსტი მხარე, მისცეს შესაბამისი რეკომენდაციები, შეაფასოს საკუთარი პრაქტიკა, შემაჯამებელი დავალების შესრულების შემდეგ სწრაფად არ ხდება უკუკავშირის გაკეთება და ბავშვიც ინტერესს კარგავს თავისი ნამუშევრის შედეგების მიმართ. შესაბამისად, მოსწავლე მომავალში ვეღარ იყენებს მიღებულ ცოდნას ეფექტურად.
ზემო აღნიშნულიდან გამომდინარე სასურველი იქნება მასწავლებლებმა უფრო აქტიურად და ინტენსიურად შეაგროვონ მოსწავლეებზე ინფორმაცია შეფასების სხვადასხვა მეთოდით. მაგალითად, თითოეული მოსწავლის სხვადასხვა ნაშრომი შეაგროვოს საქაღალდეში და გააკეთოს კომენტარები და შენიშვნები მოსწავლის შეფასებებზე, ასახოს როგორც თითოეული მოსწავლის განვითარების გეგმა (ანუ თუ რა მიმართულებით სჭირდება კონკრეტულ მოსწავლეს გაძლიერება), ასევე, ყველა მოსწავლის შედეგების ანალიზზე დაყრდნობით, იმსჯელოს მთელი კლასის მიღწევებსა და საჭიროებებზე.
ასევე, მოსწავლეებისა და თავად მასწავლებლების პროფესიული განვითარებისათვის მიზანშეწონილი იქნება, მასწავლებლებმა გამოიყენონ ხოლმე შეფასებების რაოდენობრივი ანალიზი. დააკვირდნენ ნიშნებს სემესტრების მიხედვით, შეადარონ თითოეული მოსწავლის მიღწევები კლასის ან, შესაძლებელია, სკოლის საშუალო შედეგებს.
მოსწავლის საბოლოო შედეგების ანალიზის საშუალებით სკოლის ადმინისტრაციას შესაძლებლობა ექნება დააკვირდეს ზოგად ტენდენციებს სხვადასხვა კლასებსა და საგნებში. მიიღოს მხედველობაში არსებული შედეგები და მის გასაუმჯობესებლად დასახოს სხვადასხვა გზები/აქტივობები.
აღნიშნულ საკითხზე აზრი გამოთქვეს: გეოგრაფიის მასწავლებელმა თეონა შონიამ აღნიშნა, რომ შემაჯამებელი დავალებების ანალიზი ეხმარება მასწავლებელს გაანალიზოს თითოეულ კლასში ჩატარებული სამუშაოები. რა ქმედითი ნაბიჯებია საჭირო უკეთესი შედეგის მისაღებად, დაგეგმოს ამ კლასში განსახორიელებელი ღონისძიებები და ა.შ 2016-2017 სასწავლო წლის შემაჯამებელი დავალებების ანალიზის შედეგად გამოვლინდა მოსწავლეთა სუსტი მხარეები, რომელზეც მასწავლებლები გააგრძელებენ მუშაობას და გაითვალისწინებენ შემდეგი სამუშაო პროცესის განმავლობაში მუშაობისას.
კენჭისყრის შედეგები:
მომხრე 4
წინააღმდეგი - 0
თავი შეიკავა - 0
კენჭისყრის შედეგად კათედრამ დაადგინა:
ცნობად იქნას მიღებული მასწავლებელთა მიერ წარმოდგენილი შემაჯამებელი დავალების ანალიზი.
დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხების ამოწურვასთან დაკავშირებით სხდომა დახურულად გამოცხადდა.
სხდომის დასრულების დრო 13.30 სთ
სხდომის თავმჯდომარე: /მ. ესართია/
სხდომის მდივანი: /ნ. კვარაცხელია/
Комментариев нет:
Отправить комментарий