სსიპ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის, სოფ. ინგირის N1 საჯარო სკოლაში 1 კვირის განმავლობაში 9 აპრილთან დაკავშირებით მიმდინარეობდა კათედრებს შორის კოორდინირებული მუშაობა. მოსწავლეებმა შექმნეს გაზეთები, ბუკლეტები, ჟურნალები, მოიძიეს ინფორმაციები, ფოტომასალები.
VII კლასში ისტორიის მასწავლებელმა მაია ესართიამ და კლასის დამრიგებელმა ხათუნა ჭაფანძემ ჩაატარეს გაკვეთილი.
სასწავლო თემის ავტორი
| |
პედაგოგები: მაია ესართია, ხათუნა ჭაფანძე
| |
ინგირის N1 საჯარო სკოლა
| |
თემის დასახელება
| |
9 აპრილი - ცრემლისა და სიხარულის დღე
| |
თემის შინაარსი
საქართველოს უახლეს ისტორიაში 9 აპრილი შევიდა როგორც დამოუკიდებლობის აღდგენის დღე. ამ დღეს ქართველი ერის ზეიმს სევდაც დაჰკრავს… ეს დღე 1989 წლის 9 აპრილს მთავრობის სასახლესთან საბჭოთა არმიის ნაწილების მიერ სასანგრე ნიჩბებით აჩეხილი ქართველების ხსოვნის დღე არის…
| |
კლასი
| |
VII კლასი
| |
განხორციელების დროის ჩარჩო
| |
1დან 8 აპრილამდე
| |
მიზანი: დამატებითი ინფორმაციის მიღება და დახარისხება, არგუმენტირებული მსჯელობა, თანამშრომლობა.
შედეგი: მოსწავლეებმა გაიგეს და გაანალიზეს თუ რა დადებითი შედეგი მოუტანა 9 აპრილმა საქართველოს, რომ ქართველი ხალხი არასოდეს შეჰგუებია თავისუფლების დაკარგვას. 1991 წლის 9 აპრილს აღადგინა საქართველოს რესპუბლიკის უზენაესმა საბჭომ საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობა. ეს იყო ქართველი ხალხისა და ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის უდიდესი გამარჯვება, რომლის სულის ჩამდგმელებიც ზვიად გამსახურდია და მერაბ კოსტავა იყვნენ. ეს იყო ჩვენი ისტორიის უმნიშვნელოვანესი ფურცელი.
|
ტექნოლოგია – ტექნიკა (მონიშნეთ პროექტისათვის საჭირო ტექნოლოგიური უზრუნველყოფა) | ||
ფოტოკამერა
კომპიუტერი (ები)
ციფრული კამერა
DVD ფლეიერი
ინტერნეტკავშირი
|
ლაზერული დისკი
საბეჭდი მანქანა/პრინტერი
პროექტორი
სკანერი
ტელევიზორი
|
VCR, ვიდეო
ვიდეოკამერა
ვიდეო საკონფერენციო აღჭურვილობა.
|
ტექნოლოგია – პროგრამული უზრუნველყოფა (მონიშნეთ პროექტის ფარგლებში გამოყენებული პროგრამა/პროგრამები )
| ||
მონაცემთა ბაზა/ცხრილები
საგამომცემლო პროგრამები
ელფოსტის პროგრამა
ენციკლოპედია კომპაქტდისკზე
|
ფოტო/სურათების დამუშავება
ინტერნეტძიება
მულტიმედია
|
ვებგვერდის შექმნა
ვორდის პროგრამა
სხვა
|
კ ო ნ ფ ე რ ე ნ ც ი ა
ვინ აწყობს?
|
ინგირის N1 საჯარო სკოლის VIII, IX, X, კლასები
|
კონფერენციის თავმჯდომარე:
|
მაია ესართია /მასწავლებელი/
|
საგანი:
|
ისტორია - სამოქალაქო განათლება
|
მასშტაბი:
|
სასკოლო - საკლასო
|
მიზანი:
|
მოსწავლეების ინტერესის გაზრდა საგნის მიმართ.
დამატებითი ინფორმაციის მიღება და ცოდნის გაღრმავება, აუდიტორიასთან ურთიერთობის უნარ-ჩვევების განვითარება.
|
თემა:
|
1. ნიკოლოზ აფხაზი - სიყვარულის ბაღის გამშენებელი კანადაში
2. ლეგენდად ქცეული სინამდვილე - დიმიტრი ამილახვარი
3. ქაქუცა ჩოლოყაშვილი
|
საორგანიზაციო ჯგუფი:
|
საგნის მასწავლებელი და მოსწავლეები
|
ტექნიკური მომსახურება:
(ვებ-გვერდის შექმნა)
| |
კონფერენციის პროგრამა:
|
· მოხსენებების მოსმენა
· სლაიდების შექმნა
|
მომხსენებლები:
|
მოსწავლეები: ნატალია ხარგელია, ელვირა ბაღიშვილი, ოთო ნაჭყებია, დავით ჭითანავა, ნიკა ჯანჯღავა, კესო ქანთარია.
|
მსმენელები:
|
დირექციის წარმომადგენლები, მასწავლებლები, მოსწავლეები
|
კონფერენციის ხანგრძლივობა:
|
/45-45 წთ/
|
ჩატარების დრო:
| |
ბიუჯეტის შედგენა:
|
ენერგო-რესურსები, საკანცელარიო ინვენტარის შეძენა
|
რესურსი:
|
კომპიუტერი, ინტერნეტი, პროექტორი, ფოტომასალა, სლაიდები, თაბახის ფურცელი, ციფრული ფოტო-აპარატი
|
კონფერენციის შეჯამება:
|
Комментариев нет:
Отправить комментарий