ფასილიტატორი

ფასილიტატორის სამუშაო გეგმა
ნოემბერი-იანვარი
#
აქტივობა
განხორციელების ფორმა/გზები
რისკები/მოსალოდნელი პრობლემები
რისკების თავიდან აცილების გზები/გადაჭრის გზები
ვადები


1
საინფორმაციო შეხვედრა მისი პროფესიული ზედამხედველობის ქვეშ მყოფ მასწავლებლებთან
პრეზენტაციის გაკეთება გავლილი ტრენინგის საკითხებთან დაკავშირებით.
ნეგატიური დამოკიდებულება მასწავლებელთა უმრავლესობისგან და შეხვედრაზე არ გამოცხადება
მზაობა ინდივიდუალურად გავაცნო მიღებული ინფორმაცია
11.11


2
საკუთარი პროფესიული ზედამხედველობის ქვეშ მყოფ მასწავლებლებთან შეხვედრების განრიგის შედგენა
კათედრებთან მუშაობა, თვითშეფასების კითხვარის გაცნობამდე კათედრის თავმჯდომარეებს გადავეცი საკითხავი მასალა.
კათედრებისგან ჩემს შეთავაზებაზე უარყოფითი დამოკიდებულება
საგნობრივი კათედრის თავმჯდომარეები ჩემთან თანამშრომლობაზე აქტიურად წამოვიდნენ.
საზოგადოებრივი მეცნიერებისა და ქართული ენისა და ლიტერატურის კათედრა - 17.11

უცხო ენის კათედრა - 18.11

დაწყებითების კათედრა - 19.11


3
კონსულტაცია-თვითშეფასების კითხვარის შევსებაში დახმარების გაწევა

ინდივიდუალური მუშაობა


დასაწყისში მასწავლებელთა ნაწილს გაუჩნდა შიშის ფაქტორი ,,შევძლებთ“?
რათქმაუნდა ეს მათთვის შესაძლებელი გახდა, როდესაც მე ჩემი კონკრეტული მაგალითები მოუყვანე, გავაცანი ნიმუშები, მივეცი ზუსტი ინსტრუქციები
30.11 -დან 30-12 მდე



რეფლექსია
ჩემს პროფესიული ზედამხედველობის ქვეშ მყოფ მასწავლებლებთან მოვაწყვე შეხვედრა, გავაცანი ძირითადი საკითხები, კათედრის თავმჯდომარეებს მივაწოდე წასაკითხი ლიტერატურა, რომელიც კათედრის წევრებთან ერთად უნდა განეხილეთ.
როგორც ველოდებოდი, პირველ შეხვედრაზე ყველა მასწავლებელი არ ჩაერთო.
მაგრამ ამან ნამდვილად არ შემაშინა. მასწავლებლებთან  გავაგრძელე ინდივიდუალური მუშაობა, თვითშეფასების კითხვარი თითოეულს ამობეჭდილი მივეცი გასაცნობად., გზადაგზა ვაძლევდი მითითებებს. ვუზიარებდით აზრებს. ჩემი კოლეგებისგანაც არაერთი რჩევა მივიღე. ასე რომ ჩვენი თანამშრომლობა წარმატებული აღმოჩნდა.
 მათ დასახმარებლად ძალები არ დამიშურებია, ყველასთან ვიყავი და ვარ კოლეგიალური, ობიექტური და სამართლიანი.
ვაგრძელებთ მუშაობას, დავადგინეთ ჩვენი საჭიროებებიც. დახმარებას ვუწევ ონლაინ რეჟიმში მუშაობისას. 




ჩემი ზედამხედველობის ქვეშ მყოფ მასწავლებელთა რეფლექსია

ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი ემა თოდუა:
,,ფასილიტატორის მიერ მოწოდებული ინფორმაცია იყო საინტერესო, გასაგები.
ერთად მუშაობისას გამოავლინა არაჩვეულებრივი უნარი თანამშრომლობის, მაძლევდა რჩევას, რეკომენდაციებს.
გაურკვეველი საკითხების დამუშავებისას ავლენდა პროფესიულ ცოდნას; იყო კეთილგანწყობილი“


ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი მზია როდონაია:
,,თანამედროვე სკოლის დანიშნულებაა ასწავლოს მოზარდს როგორ შეინარჩუნოს ეროვნული თვითმყოფადობა და,ამასთან,როგორ შეძლოს თანაარსებობა განსხვავებული კულტურის ადამიანებთან.
სწორედ ამას შეუწყო ხელი ფასილიტატორმა.
მასთან მუშაობა ძალიან საინტერესო იყო,რადგან მან მარტივად და გასაგებად ამიხსნა რა უნდა გამეკეთებინა.მისი მეშვეობით შევძელი თითოეული აქტივობის სწორად გადაწყვეტა და რეფლექსიის მოხდენა.
დიდი მადლობა მას გაწეული მუშაობისთვის ჩემი დაკვალიანებისათვის, ორიგინალური იდეების გენერირებისთვის.“

დაწყებითი IV კლასის მასწავლებელი ლელა ლემონჯავა:
ჩემი ჯგუფის ფასილიტატორი მაია ესართია პირველივე დღიდან აქტიურად ჩაერთო ჯგუფის მუშაობაში. ერთობლივად გაგვაცნო  კითხვარის შევსებასთან დაკავშირებული  საკითხები.   დაგვირიგა გზამკვლევი რომლის გაცნობის   შემდეგ გვქონდა საშუალება  ინდივიდუალურად გვესაუბრა მასთან,  ჩემს მიერ დასმულ კითხვებზე ყოველთვის გასაგებ და ადეკვატურ პასუხს მცემდა.დაუზარებლად გამოყოფდა ჩემთვის დროს.მისი მუშაობა შეფასდება უმაღლესი ქულით.“
რუსული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი მზია გაგუა:

,,თვითშეფასების კითხვარის შევსება პირადად ჩემთვის ცოტა რთული აღმოჩნდა, მაგრამ მაია ესართია, რომელიც ჩვენი ფასილიტატორია, აღმოჩნდა ძალიან კორექტული, საქმეში ჩახედული. მან გამარკვია ყველა დეტალში, რის შედეგად კითხვარის შევსებას გავართვი თავი.“

Комментариев нет:

Отправить комментарий