ინტეგრირებული გაკვეთილის გეგმები, მასალები






1. გაკვეთილისთემა
ბესიკი –  პოეტი და პოლიტიკური მოღვაწე
2. სწავლებისსაფეხურიდაკლასი
საბაზო – IX კლასი
3. ინტეგრირებულისაგნები
მასწავლებლებისსახელი, გვარი
ქართულიენა დალიტერატურა - ნიაზი კუკავა
ისტორია - მაია ესართია
4. მოსწავლეთარაოდენობა
18
5. გაკვეთილისსასწავლომიზნები
(საგნებისმიხედვით)
ქართულიენადალიტერატურა:
·         ბესიკის შემოქმედების შესწავლა
·         საკუთარი დამოკიდებულების გამოხატვა ლექსთან დაკავშირებით
·         ლექსის გამომეტყველებით წაკითხვა
·         მსჯელობის, ტექსტის ანალიზისა და შეფასების
ისტორია
·         ბესიკის პიროვნების ისტორიულ კონტექსტში განხილვა
·         ისტორიულიდროისგაგების
·         ინფორმაციის მოპოვების და დახარისხების
·         განვლილი მასალის გახსენების, პრეზენტაციის, შედარების  უნარ–ჩვევების განვითარება

ი.ს.ტ გამოყენება სასწავლო პროცესში
6 . ეროვნულისასწავლოგეგმითგანსაზღვრულიმისაღწევიშედეგი/ინდიკატო -რები
ქართ.ლიტ. IX.6,7,8
მოსწავლეს შეუძლია პრობლემურ საკითხებზე ტექსტის გააზრება–გაანალიზება. და მათ მიმართ საკუთარი დამოკიდებულების გამოხატვა.
მოსწავლეს შეუძლია  ენობრივ–გამომსახველობითი საშუალებების ცოდნის გამოყენება სხვადასხვა სახის ტექსტების ანალიზისას
მოსწავლეს შეუძლია კითხვის მიზნის შესაბამისი სტრატეგიების გამოყენება.
ისტორია:
ისტ.IX.7
მოსწავლეს შეუძლია მსჯელობა ქართული კულტურის სხვადასხვა დარგის ჩამოყალიბებისა და განვითარების შესახებ.
მოსწავლეს შეუძლია ისტორიული დროის გაგება
7, მეთოდი
საერთო საკლასო და ჯგუფშიმუშაობა, გონებრივი იერიში, ვენის დიაგრამა, აქტიური კითხვა, პრეზენტაცია
8 . თანმიმდევრობა
(აქტივობა და დრო)
ფაზა
აქტივობა 2 _ გამოწვევა - განწყობისშექმნა.
აუდიო მასალის მოსმენა – ლექსი ტანო ტატანო და პარალელურად სლაიდ–შოუს ჩვენება        5 წთ.
Bფაზა
(ქართულისა და ისტორიისინტეგრირება)
) ლიტერატურისრგოლი
აქტივობა 3 _ მოსწავლეებისაუბრობენ ბესიკის ბიოგრაფიასა და შემოქმედებაზე. კითხულობენლექსებს, წარმოთქვამენფრაზებს, ციტატებს, რომლებიცყველაზემეტადმოეწონათამათუიმლექსშიდამსჯელობენიდეის, ფორმის, პოეტისდამოკიდებულებისშესახებ... შეადარებენ ბარათაშვილისა და ტაბიძის ლექსებს ვენის დიაგრამის მეთოდით.  -15წთ
) ისტორიისრგოლი
აქტივობა 4. მასწავლებელი მიმართავს შეკითხვით მოსწავლეებს თუ რა წვლილი მიუძღვის XVIII ს. პოლიტიკურ ცხოვრებაში ბესიკ გაბაშვილს. მოსწავლეებიისაუბრებენ ბესიკის პოლიტიკურ მოღვაწეობაზე, ისტორიული მოვლენებისადმი მიძღვნილ თხულებებზე. გაიხსენებენ განვლილ მასალას.
მასწავლებელი გ.ი. მეთოდითუსვამს კითხვებს: როდის გაიმართა ასპინძის ბრძოლა და რა შედეგით დასრულდა?
რომელი მეფის დროს მოხდა რუხის ბრძოლა, ვის წინააღმდეგ გაიმართა?
ასევე პარალელეს გაავლებენ მეფე–პოეტ გრიგოლ I–ის სატრფიალო ლექსებთან, რა საერთო აქვთ მათ შემოქმედებას.    15 წთ
Cფაზა
აქტივობა 5:გაკვეთილისშეჯამება, შეფასება     5წთ
საშინაოდავალება: 2 წთ
9. შეფასება
ქართულილიტერატურა - განმსაზღვრელი, ინდივიდუალური.
ისტორია - განმსაზღვრელი, ინდივიდუალური, ჯგუფური მუშაობისა და პრეზენტაციის  რუბრიკა, თვითშეფასება ცოდნის სამი კატეგორიის მიხედვით (დეკლარატიული, პროცედურული, პირობისეული)
10 . საგანმანათლებ- ლო რესურსები
სახელმძღვანელო, გაზეთი, ბუკლეტები, ფოტო–მასალა
კლ. ლიტერატურა -  ს. მაკალათია ,,სამეგრელოს ეთნოგრაფია“
ტექნიკადაინსტრუმენტები - პროექტორი, კომპიუტერი, ინფორმაციისწყაროები (ნაბეჭდი, ელექტრონულიდასხვა..)
მოსწავლეებმა, მასალებისმოძიებისათვის, ძირითადად, გამოიყენეს wikipedia, google-ისსაძიებოსისტემა.
გაკვეთილისელქტრონულირესურსებისშექმნისათვისათვისგამოვიყენე:  ,Microsoft PowePoint Presentation, , Word.




ჯგუფური მუშაობის  შეფასების სქემა

კრიტერიუმები
1-5
6-7
8-10
ჯგუფის მიერ სამუშაო მიზნის გააზრება
ჯგუფმასამუშაომიზანიკარგად ვერ გააცნობიერა
ჯგუფმა სამუშაო მიზანი გააცნობიერა
ჯგუფმა სამუშაოს მიზანი კარგად გააცნობიერა
ჯგუფის მიერ სამუშაოს ორგანიზება
სამუშაო არ იყო ორგანიზებული. ჯგუფის წევრებს შორის ფუნქციები არტ განაწილებულა
სამუშაო ორგანიზებული იყო, მაგრამ ჯგუფის წევრებს შორის ფუნქციები არათანაბრად გადანაწილდა
სამუშაო კარგად იყო ორგანიზებული, ჯგუფის წევრებს შორის ფუნქციები სწორად და თანაბრად გადანაწილდა
ჯგუფის წევრთა ჩართულობა
ერთი-ორი მოსწავლე აქტიურობდა მხოლოდ
ჯგუფის თითქმის ყველა წევრი აქტიური იყო
ჯგუფის ყველა წევრი აქტიური იყო
ჯგუფის წევრთა შორის ურთიერთობა
ჯგუფის აქტიურ და პასიურ წევრებს შორის ზოგჯერ ურთიერთობები იძაბებოდა
ჯგუფის წევრთა შორის ძირითადად პოზიტიური ურთიერთობები იყო
ჯგუფის წევრთა შორის იყო პოზიტიური და საქმიანი ურთიერთობები





პრეზენტაციის შეფასების სქემა

კრიტერიუმები
ქულა
საინტერესო შესავალი
0-1-2
შემოქმედებითი უნარი
0-1-2
მომზადებულია; საუბრობს ფაქტებზე და არგუმენტებზე დაყრდნობით; პერიოდულად იყენებს წინასწარ მომზადებულ მოკლე ჩანაწერებს.
0-1-2
აუდიტორიასთან კონტაქტი აქვს
0-1-2
საუბარი- ხმა და ინტონაცია დამაჯერებელია, წარმოთქმა კარგი
0-1-2
თვალსაჩინოების გამოყენება - ნეთბუქი, პროექტორი, ფოტოები
0-1-2
პრეზენტაციის დასაწყისი და დაბოლოება ეფექტურია
0-1-2
დროის ლიმიტის დაცვა
0-1-2











შოთა რუსთაველი ”ვეფხისტყაოსანი” –XII საუკუნის გენიალური პოემა და თამარ მეფის ეპოქა


სწავლების საფეხური და კლასი: საშუალო.მე-10 კლასი.
ინტეგრირებული საგნები,    საგნის პედაგოგის  სახელი და გვარი:

ქართული– ნიაზ კუკავა

ისტორია - მაია ესართია

გაკვეთილის სასწავლო მიზნები (საგნების მიხედვით):

ქართული:

მოსწავლეები შეძლებენ ,,ვეფხისტყაოსნის”ტექსტის გააზრებას, მასში დასმული საკითხების გამოყოფას, ტექსტიდან მოძიებული ინფორმაციის ორგანიზებას.

განუვითარდებათ გააზრებული კითხვისა და ინფორმაციის ორგანიზების უნარი.

ისტორია:

· მოსწავლე მოისმენს და გაანალიზებს ინფორმაციას, გააავლებს პარალელს ისტორიულ პირებსა და პერსონაჟებს შორის. შედარების, არგუმენტირებული მსჯელობის, დამატებითი ინფორმაციის მოძიების უნარის განვითარება.


ეროვნულისასწავლო გეგმითგანსაზღვრულიმისაღწევიშედეგი/ინდიკატორები:

ქართ. X. 6.

მოსწავლეს შეუძლია სხვადასხვა სახის ტექსტების გაანალიზება მათი ორგანიზების თვალსაზრისით.

ქართ. X. 9.
მოსწავლეს შეუძლია სხვადასხვა ჟანრის მხატვრული ნაწარმოების გაანალიზება.
ქართ. X. 10.
მოსწავლეს შეუძლია კითხვის მიზნის შესაბამისი სტრატეგიების გამოყენება.



ისტორია:

·მოსწავლეს შეუძლია დაახასიათოს საქართველოს ისტორიის გამორჩეული პიროვნებები, რომლებიც ქვეყნის მმართველობაში მონაწილეობდნენ.

·მოსწავლეს შეუძლია დააკავშიროს ისტორიული ფაქტები შესაბამის ეპოქებთან.

· მოსწავლეს შეუძლია მსჯელობა ქართული კულტურის განვითარებაზე.


საკლასო მენეჯმენტი/ თანმიმდევრობა: კლასი დაყოფილია ორ ბიჭებისა და გოგონების ჯგუფებად. თითოეულს განაწილებული აქვთ დავალებები, წარადგენენ ფოტომასალებს, გაზეთებს, მოძიებულ ინფორმაციას.

აქტივობა 1.

ჯგუფის ლიდერთა პრეზენტაცია - 10 წთ.

აქტივობა 2.

მოძიებული ინფორმაციის გაცნობა გონებრივი იერიშის მეთოდით სლაიდის დახმარებით. 15 წთ

მოსახლეობაში ჩატარებული კვლევის შედეგების გაცნობა. (3 წთ)

აქტივობა 3.

რამდენად კარგად ვიცით პოემა? - თამაში კითხვებით. ყოველ 10 შეკითხვაში მოთამაშეს აქვს 2 შეცდომის უფლება. 17 წთ.

აქტივობა 4.

,,ვეფხისტყაოსნის“ მთავარი მოტივების გაცნობა. 10 – 12 წთ

აქტივობა 5.

როლური თამაში - ..ნესტანისა და ტარიელის შეხვედრა“.

,,თინათინისა და ავთანდილის შეხვედრა“.

,,ანდერძი ავთანდილისა“.

,,ტარიელისა და ავთანდილის შეხვედრა“.

აქტივობა 6. ცეკვა ,,სამაია“.


შეფასება:  განმავითარებელი, ჩართულობის რუბრიკა

შეფასდება:

§ ინფორმაციის ორგანიზების უნარი

§ მსჯელობის უნარი

§ ჯგუფში თანამშრომლობის უნარი

§ აქტიურობა


რესურსები:

,,ვეფხისტყაოსნის“ სხვადასხვა გამოცემები, ვებ-გვერდები: google.ge, ka.wikipedia. გაზეთები, ფოტომასალები, ნოუთბუქი, პროექტორი, ფოტოაპარატი



Комментариев нет:

Отправить комментарий