вторник, 15 ноября 2016 г.

ინტეგრირებული





 



ინტეგრირებული გაკვეთილის გეგმა
1. გაკვეთილისთემა
ბესიკი –  პოეტი და პოლიტიკური მოღვაწე
2. სწავლებისსაფეხურიდაკლასი
საბაზო – IX კლასი
3. ინტეგრირებულისაგნები
მასწავლებლებისსახელიგვარი
ქართულიენა დალიტერატურა ნიაზი კუკავა
ისტორია მაია ესართია
4. მოსწავლეთარაოდენობა
18
5. გაკვეთილისსასწავლომიზნები
(საგნებისმიხედვით)
ქართულიენადალიტერატურა:
·         ბესიკის შემოქმედების შესწავლა
·         საკუთარი დამოკიდებულების გამოხატვა ლექსთან დაკავშირებით
·         ლექსის გამომეტყველებით წაკითხვა
·         მსჯელობის, ტექსტის ანალიზისა და შეფასების
ისტორია
·         ბესიკის პიროვნების ისტორიულ კონტექსტში განხილვა
·         ისტორიულიდროისგაგების
·         ინფორმაციის მოპოვების და დახარისხების
·         განვლილი მასალის გახსენების, პრეზენტაციის, შედარების  უნარ–ჩვევების განვითარება

ი.ს.ტ გამოყენება სასწავლო პროცესში
6 ეროვნულისასწავლოგეგმითგანსაზღვრულიმისაღწევიშედეგი/ინდიკატო -რები
ქართ.ლიტ. IX.6,7,8
მოსწავლეს შეუძლია პრობლემურ საკითხებზე ტექსტის გააზრება–გაანალიზება. და მათ მიმართ საკუთარი დამოკიდებულების გამოხატვა.
მოსწავლეს შეუძლია  ენობრივ–გამომსახველობითი საშუალებების ცოდნის გამოყენება სხვადასხვა სახის ტექსტების ანალიზისას
მოსწავლეს შეუძლია კითხვის მიზნის შესაბამისი სტრატეგიების გამოყენება.
ისტორია:
ისტ.IX.7
მოსწავლეს შეუძლია მსჯელობა ქართული კულტურის სხვადასხვა დარგის ჩამოყალიბებისა და განვითარების შესახებ.
მოსწავლეს შეუძლია ისტორიული დროის გაგება
7, მეთოდი
საერთო საკლასო და ჯგუფშიმუშაობა, გონებრივი იერიში, ვენის დიაგრამა, აქტიური კითხვა, პრეზენტაცია
8 თანმიმდევრობა
(აქტივობა და დრო)
ფაზა
აქტივობა 2 გამოწვევა - განწყობისშექმნა.
აუდიო მასალის მოსმენა – ლექსი ტანო ტატანო და პარალელურად სლაიდ–შოუს ჩვენება        წთ.
Bფაზა
(ქართულისა და ისტორიისინტეგრირება)
ლიტერატურისრგოლი
აქტივობა 3 მოსწავლეებისაუბრობენ ბესიკის ბიოგრაფიასა და შემოქმედებაზე. კითხულობენლექსებსწარმოთქვამენფრაზებსციტატებსრომლებიცყველაზემეტადმოეწონათამათუიმლექსშიდამსჯელობენიდეისფორმისპოეტისდამოკიდებულებისშესახებ... შეადარებენ ბარათაშვილისა და ტაბიძის ლექსებს ვენის დიაგრამის მეთოდით.  -15წთ
ისტორიისრგოლი
აქტივობა 4. მასწავლებელი მიმართავს შეკითხვით მოსწავლეებს თუ რა წვლილი მიუძღვის XVIII ს. პოლიტიკურ ცხოვრებაში ბესიკ გაბაშვილს. მოსწავლეებიისაუბრებენ ბესიკის პოლიტიკურ მოღვაწეობაზე, ისტორიული მოვლენებისადმი მიძღვნილ თხულებებზე. გაიხსენებენ განვლილ მასალას.
მასწავლებელი გ.ი. მეთოდითუსვამს კითხვებს: როდის გაიმართა ასპინძის ბრძოლა და რა შედეგით დასრულდა?
რომელი მეფის დროს მოხდა რუხის ბრძოლა, ვის წინააღმდეგ გაიმართა?
ასევე პარალელეს გაავლებენ მეფე–პოეტ გრიგოლ I–ის სატრფიალო ლექსებთან, რა საერთო აქვთ მათ შემოქმედებას.    15 წთ
Cფაზა
აქტივობა 5:გაკვეთილისშეჯამება, შეფასება     5წთ
საშინაოდავალება: 2 წთ
9. შეფასება
ქართულილიტერატურა - განმსაზღვრელიინდივიდუალური.
ისტორია - განმსაზღვრელიინდივიდუალური, ჯგუფური მუშაობისა და პრეზენტაციის  რუბრიკა, თვითშეფასება ცოდნის სამი კატეგორიის მიხედვით (დეკლარატიული, პროცედურული, პირობისეული)
10 საგანმანათლებ- ლო რესურსები
სახელმძღვანელო, გაზეთი, ბუკლეტები, ფოტო–მასალა
კლ. ლიტერატურა -  ს. მაკალათია ,,სამეგრელოს ეთნოგრაფია“
ტექნიკადაინსტრუმენტები - პროექტორიკომპიუტერიინფორმაციისწყაროები (ნაბეჭდიელექტრონულიდასხვა..)
მოსწავლეებმამასალებისმოძიებისათვისძირითადადგამოიყენეს wikipedia, google-ისსაძიებოსისტემა.
გაკვეთილისელქტრონულირესურსებისშექმნისათვისათვისგამოვიყენე: ,Microsoft PowePoint Presentation, , Word.




ჯგუფური მუშაობის  შეფასების სქემა

კრიტერიუმები
1-5
6-7
8-10
ჯგუფის მიერ სამუშაო მიზნის გააზრება
ჯგუფმასამუშაომიზანიკარგად ვერ გააცნობიერა
ჯგუფმა სამუშაო მიზანი გააცნობიერა
ჯგუფმა სამუშაოს მიზანი კარგად გააცნობიერა
ჯგუფის მიერ სამუშაოს ორგანიზება
სამუშაო არ იყო ორგანიზებული. ჯგუფის წევრებს შორის ფუნქციები არტ განაწილებულა
სამუშაო ორგანიზებული იყო, მაგრამ ჯგუფის წევრებს შორის ფუნქციები არათანაბრად გადანაწილდა
სამუშაო კარგად იყო ორგანიზებული, ჯგუფის წევრებს შორის ფუნქციები სწორად და თანაბრად გადანაწილდა
ჯგუფის წევრთა ჩართულობა
ერთი-ორი მოსწავლე აქტიურობდა მხოლოდ
ჯგუფის თითქმის ყველა წევრი აქტიური იყო
ჯგუფის ყველა წევრი აქტიური იყო
ჯგუფის წევრთა შორის ურთიერთობა
ჯგუფის აქტიურ და პასიურ წევრებს შორის ზოგჯერ ურთიერთობები იძაბებოდა
ჯგუფის წევრთა შორის ძირითადად პოზიტიური ურთიერთობები იყო
ჯგუფის წევრთა შორის იყო პოზიტიური და საქმიანი ურთიერთობები





პრეზენტაციის შეფასების სქემა

კრიტერიუმები
ქულა
საინტერესო შესავალი
0-1-2
შემოქმედებითი უნარი
0-1-2
მომზადებულია; საუბრობს ფაქტებზე და არგუმენტებზე დაყრდნობით; პერიოდულად იყენებს წინასწარ მომზადებულ მოკლე ჩანაწერებს.
0-1-2
აუდიტორიასთან კონტაქტი აქვს
0-1-2
საუბარი- ხმა და ინტონაცია დამაჯერებელია, წარმოთქმა კარგი
0-1-2
თვალსაჩინოების გამოყენება - ნეთბუქი, პროექტორი, ფოტოები
0-1-2
პრეზენტაციის დასაწყისი და დაბოლოება ეფექტურია
0-1-2
დროის ლიმიტის დაცვა
0-1-2



 V კლასი

გაკვეთილის თემა: საქართველოს მაღალმთიანი კუთხეები - ხევსურეთი და მთიულეთი
მიზანი: - თანამშრომლობის,ინფორმაციის შეგროვებისა და დამუშავების, საკუთარი აზრის გამოთქმის და სხვათა აზრის გათვალისწინების, ფუნქციების დანაწილების, შემოქმედების, აუდიტორიასთან კონტაქტის, რუკაზე მუშაობის და დროის ლიმიტის დაცვის  უნარ-ჩვევების განვითარება.
მეთოდი: გონებრივი იერიში, ჯგუფში მუშაობა, პრეზენტაცია
მოსალოდნელი შედეგი: მოსწავლეს შეუძლია რუკაზე უჩვენოს ხევსურეთი და მთიულეთი,მისი მოსაზღვრე კუთხეები. საუბრობს  მათ მდებარეობაზე, გეოგრაფიულ და ბუნებრივ პირობებზე, მოსახლეობაზე, ღირსშესანიშნაობებზე, ტრადიციებზე.
რესურსი: სახელმძღვანელო, თაბახის ფურცლები, რუკა, ფოტომასალა, ფლიფჩარტი, კედლის გაზეთი, კომპიუტერი, ინტერნეტი
გაკვეთილის მსვლელობა: კლასს ვყოფთ ორ ჯგუფად. თითოეული ჯგუფის ლიდერი წარადგენს მათ ნამუშევრებს, მიმოიხილავენ კუთხეებს,  პრეზენტაციაში ერთვება ჯგუფის სხვა წევრებიც. მუშაობენ რუკაზე, უჩვენებენ ფოტოებს, ასრულებენ კუთხისთვის დამახასიათებელ ცეკვას, კითხულობენ ლექსებს.
შეფასება: განმსაზღვრელი (ქულებით)  და განმავითარებელი (ჯგუფური მუშაობისა და პრეზენტაციის შეფასების სქემები)











V კლასი
გაკვეთილის თემა: თამარ მეფე ,,მზეთამზე“
მიზანი: - თამარის მეფობისას საქართველოს საშინაო და საგარეო პოლიტიკური მდგომარეობის შეფასება.
დამატებითი ინფორმაციის მოპოვების, გააზრებისა და დახარისხების, მსჯელობის, დასკვნების გამოტანის, თანამშრომლობის, შეფასების უნარ-ჩვევების განვითარება.
მეთოდი: არაპირდაპირი სწავლება, პრეზენტაცია, გონებრივი შტურმი, ა.კ.რ. დროის ხაზი
მოსწავლეთა ორგანიზება: ჯგუფური მუშაობა
მოსალოდნელი შედეგი: მოსწავლეს შეუძლია ისაუბროს XIIს-ის საქართველოზე, შეაფასოს თამარის მეფობის ხანა.
მოსწავლე ახასითებს თამარის პიროვნებას, ხსნის მის როლს ოჯახსა და სახელმწიფოში.
რესურსი: სახელმძღვანელო, თაბახის ფურცლები, , ფოტომასალა, ბუკლეტები, ფორმატი, კედლის გაზეთი, კომპიუტერი, ინტერნეტი
გაკვეთილის მსვლელობა: კლასს ვყოფთ სამ ჯგუფად.I ჯგუფი მუშაობს - თამარის დახასიათება და მისი როლი ოჯახში. II  ჯგუფი - თამარის  საშინაო პოლიტიკა ; III ჯგუფი - თამარის საგარეო პოლიტიკა.  თითოეული ჯგუფის ლიდერი წარადგენს მათ ნამუშევრებს, პრეზენტაციაში ერთვება ჯგუფის სხვა წევრებიც. უჩვენებენ ფოტოებს, მსჯელობენ, აფასებენ თამარის მოღვაწეობას.

შეფასება: განმსაზღვრელი (ქულებით)  და განმავითარებელი (ჯგუფური მუშაობისა და გაკვეთილის პროცესში ჩართულობის რუბრიკები)









კ ო ნ ფ ე რ ე ნ ც ი ა

ვინ აწყობს?
ინგირის N1 საჯარო სკოლის VIკლასი
კონფერენციის თავმჯდომარე:
მაია ესართია  /მასწავლებელი/
საგანი:
ისტორია
მასშტაბი:
სასკოლო - საკლასო
მიზანი:
მოსწავლეების ინტერესის გაზრდა საგნის მიმართ.
დამატებითი ინფორმაციის მიღება და ცოდნის გაღრმავება, აუდიტრიასთან ურთიერთობის, თანამშრომლობის  უნარ-ჩვევების განვითარება.
მისაღწევი შედეგები:
VI.5  მოსწავლეს შეუძლია დააკავშიროს ისტორიული ფაქტები შესაბამის ეპოქებთან.
VI.7 მოსწავლეს შეუძლია დაახასიათოს საქართველოს ისტორიის გამორჩეული პიროვნებები, რომლებიც ქვეყნის მმართველობაში მონაწილეობდნენ.
თემა:
 ჯგუფი - სულხან საბა ორბელიანი
II ჯგუფი - ბახტრიონის აჯანყება

საორგანიზაციო ჯგუფი:
საგნის მასწავლებელი და მოსწავლეები
ტექნიკური მომსახურება:
(ვებ-გვერდის შექმნა)

კონფერენციის პროგრამა:
·         მოხსენებების მოსმენა

·         სლაიდების შექმნა
მომხსენებლები:
VI კლასის მოსწავლეები
მსმენელები:
დირექციის წარმომადგენლები, მასწავლებლები, მოსწავლეები
კონფერენციის ხანგრძლივობა:
/45-45 წთ/
ჩატარების დრო:

ბიუჯეტის შედგენა:

რესურსი:
კომპიუტერი, ინტერნეტი, პროექტორი, ფოტომასალა, სლაიდები, თაბახის ფურცელი, ციფრული ფოტო-აპარატი
კონფერენციის შეჯამება:










გაკვეთილის თემა
სულხან -  საბა ორბელიანი მეიგავე და დიპლომატი
სწავლების საფეხური და კლასი
დაწყებითი საფეხური VII კლასი
ინტეგრირებული საგნები/პედაგოგები
საქართველოს ისტორია - მაია ესართია
ქართული ენა და ლიტერატურა - ნიაზ კუკავა, ემა თოდუა
გაკვეთილის სასწავლო მიზნები
(საგნების მიხედვით)
საქართველოს ისტორია:  მოსწავლეები გაეცნობიან სულხან საბას პოლიტიკურ        და დიპლომატიურ მოღვაწეობას  XVIII საუკუნის I მეოთხედში.  
არგუმენტირებული მსჯელობის, ისტორიული კვლევის, საკუთარი აზრის გადმოცემისა და დასაბუთების უნარების განვითარება.
პატრიოტული გრძნობებისა და ემოციებუს გაღრმავება.
                                             
           
                                                         
ქართული ენა და ლიტერატურა: სულხან-საბას რთული და საინტერესო ცხოვრებისა და შემოქმედებითი გზის დეტალური განხილვა და ცოდნის გაღრმავება.
ჩამოუყალიბდებათ: ჯგუფური მუშაობის,ინფორმაციის მოძიების,  საკუთარი აზრის დამოუკიდებლად გამოხატვის, პრეზენტაციის წარმართვის და დროის ლიმიტის დაცვის უნარ-ჩვევები.

ეროვნული სასწავლო გეგმით განსაზღვრული მისაღწევი შედეგები/ინდიკატორები


საქართველოს ისტორია:
VII.1. მოსწავლეს შეუძლია დააკავშიროს ფაქტები და მოვლენები შესბამის ისტორიულ ეპოქებთან.
VII.4. მოსწავლეს შეუძლია იმსჯელოს პოლიტიკური მოღვაწის მნიშვნელობაზე ქვეყნის ისტორიაში.

ქართული ენა და ლიტერატურა:

თანმიმდევრობა
(აქტივობები, დრო)

მოსწავლეები დაყოფილნი არიან 2 ჯგუფად: ისტორიკოსებად და ლიტერატორებად. თითოეული ჯგუფი გააკეთებს პრეზენტაციას, წარადგენს მოძიებულ მასალას, ფოტოებს, სლაიდშოუს, ბუკლეტებს.

ქართული ენა და ლიტერატურა
1.      ლიტერატორები გვაცნობენ სულხან-საბას ბიოგრაფიას
2.      კითხულობენ მხატვრულად   მ. მაჭავარიანის ლექსს ,,საბა“
3.      შეადარებენ ლექსს სინამდვილეს, რათა იპოვონ მათ შორის მსგავსება-განსხვავება.
4.      როლური თამაში იგავ-არაკიდან ,,ძალა ერთობისა“.

საქართველოს ისტორია
2). გონებრივი იერიში –  თემასთან დაკავშირებით კითხვების დასმა. 5 წთ.
ა. რომელ მეფესთან ჰქონდა ურთიერთობა სულხან საბას? რა ნათესაური კავშირი ჰქონდათ?

ბ. როგორ დაახასიათებდით ვახტანგ მეექვსის პოლიტიკურ მოღვაწეობას?
გ. რა მიზნით იმოგზაურა სულხან საბამ ევროპაში და რა შედეგი მიიღო?
დ. ვინ იყო საფრანგეთის მეფე?
      3. სლაიდ-შოუს ჩვენება ,,სულხან - საბა დიპლომატი“.


რეფლექსია
9) დისკუსია – „სწორი იყო თუ არა ქართული დიპლომატიის ნაბიჯები ევროპასთან ურთიერთობის საკითხში? – გზა ევროპისკენ თუ გზა რუსეთისკენ?“– 10 წთ.
10). საშინაო დავალება –2 წთ.

შეფასება
   განმავითარებელი (ზეპირი კომენტარი)
   განმსაზღვრელი
   თვითშეფასება
საკლასო მენეჯმენტი
 მთელ კლასთან, ,ჯგუფებში
რესურსები
სახელმძღვანელო, კალამი, რვეული, თაბახის ფურცლები, კომპიუტერი, პროექტორი., ka.wikipedia.org.   Powerpoint.


Комментариев нет:

Отправить комментарий